პროექტი


1.პროექტის სახელწოდება:
„მოხალისეობა“
2.პროექტის აქტუალობა:
მსოფლიოში არსებული გარკვეული სიტუაციებიდან გამომდინარე ხდება იმის საწიროება, რომ ახალგაზრდები ხშირად უწევენ დახმარებას საზოგადოებას. სწორედ ამიტომ აქტუალურია მოსწავლეებისათვის  მოხალისეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი მოტივაციის ამაღლება ამ კუთხით.
3.პროექტის მიზნები:
ჩემი მიზანი იყო რომ ჩემს მოსწავლეებში გამეღვიძებინა მოხალისეობის სურვილი, რათა მომავალში საზოგადოებას, საჭიროების შემთხვევაში გაუწიონ დახმარება უანგაროდ.
4.პროექტის ამოცანები:
ამ პროექტის ფარგლებში ჩემი ამოცანა იყო რომ გამეწია „მოხალისეობის“ პოპულარიზაცია, ორგანიზაცია - „წითელი ჯვრის“ მაგალითზე და ასევე მოსწავლეთა ჩართვა მოხალისეობრივ პრაქტიკულ საქმიანობაში.

5.მონაწილეთა ასაკი:
14-15
6.ვადები/ხანგრძლივობა:
3-4 კვირა
7.პროექტის განხორციელების წინაპირობები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (PH International) ორგანიზებით, გავიარე საგანმანათლებლო ტრენინგი თემაზე - „მოხალისეობა“ , რამაც საფუძველი ჩაუყარა იმ აზრს, რომ მოსწავლეებისათვის მიმეწოდებინა ინფორმაცია მოხალისეობის შესახებ. გამეღვიძებინა მათში სურვილი რომ გადაედგათ კონკრეტული ნაბიჯები და განეხორციელებინათ პროექტი თემაზე - „მოხალისეობა“.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ინტერნეტ რესურსი; პროგრამა-“Power Point”; რეალიების საჩვენებლად საჭირო მასალა- პირველადი დახმარების ყუთი, იოდი, სპირტი, სტერილური მარლის სახვევი, სტერილური ბამბა, სტერილური ერთჯერადი ხელთათმანი და სხვა.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
  • წინასწარ დაჯგუფებულმა მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით. გამოიყენეს ინტერნეტ რესურსი www.youtube.com (4-5 დღე)
  • ყოველი მოძიებული ინფორმაციის შემდეგ ხორციელდებოდა მონიტორინგი მასწავლებლის მიერ შესაბამისი შეფასების რუბრიკების საშუალებით. (1 კვირა)
  • აჩვენეს სხვა მოსწავლეებს ფილმი თუ როგორ მუშაობს ამერიკული ორგანიზაცია - „წითელი ჯვარი“ , მიღებულ ინფორმაციას უზიარებენ თანატოლებს.   (3-4 დღე)
  • გააკეთეს პრეზენტაცია Power Point-ის დახმარებით.(14 დღე)
  • აჩვენეს მოსწავლეებს „რეალიები“. განახორციელეს ვიზუალური წარმოდგენები თუ როგორ უმუშავებენ და უხვევენ ჭრილობას დაჭრილ ადამიანს პირველადი დახმარების შემთხვევაში. (1-2 დღე)
10.შესაძლო რისკები და ხარვეზები:
გამომდინარე იქიდან, რომ კლასში ყველა მოსწავლე ერთ დონეზე არ ფლობს  ინგლისურ ენას, შესაძლო რისკები და ხარვეზები გამოწვეული შეიძლება ყოფილიყო ენობრივი სირთულით. მოსალოდნელმა შედეგებმა აჩვენა რომ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს უამრავი დამატებითი ინფორმაცია მოხალისეობის  შესახებ, მოხდა მისის პოპულარიზაცია და მოსწავლეთა პრაქტიკულ სამუშაოში ჩართვა.
11.პროექტის ხელმძღვანელი:
მაია ჩალაბაშვილი
12.ხელმძღვანელის ელფოსტა:
chalabashvilimaia@gmail.com

No comments:

Post a Comment