გაკვეთილის გეგმები

გაკვეთილის მთავარი თემა
„ჩინელი გამომგონებლები“
სწავლების საფეხური
- IV
მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 32 მოსწავლე. ფიქსირდება ერთი განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები გაეცნობიან ჩინელ გამომგონებლებს დაწვრილებით. გაააქტიურებენ წინარე ცოდნას და გააანალიზებენ რა იცოდნენ და რა გაიგეს გაკვეთილიდან.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
უცხ..IV.19. მოსწავლე იჩენს ინტერესს კულტურული განსხვავებების მიმართ.
უცხ..IV.7. მოსწავლეს შეუძლია შემეცნებითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტების წაკითხვა და გაგება (მაგ., ისტორიის, მითოლოგიის სფეროდან).
უცხ..IV.8. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევა.
უცხ..IV.9. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გასაადვილებლად სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება.
უცხ..IV.23. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა უკვე შეისწავლეს ჩინელი გამომგონებლების  შესახებ, გააჩნიათ გარკვეული ლექსიკური მარაგი და ინფორმაციული ცნობები.
შეფასების საგანი და პროცედურები
გამოყენებული იქნება,როგორც განმავითარებელი,ისე განმსაზღვრელი შეფასება. მოსწავლეები შეფასდებიან კონკრეტული ინფორმაციის გაგებაში, კონტექსტის მიხედვით სიტყვების მნიშვნელობის ამოცნობაში, შესწავლილ მასალასთან პარალელების გავლებაში.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, ინტერნეტიდან მოპოვებული ამობეჭდილი ფოტოები, დაფა,
გაკვეთილის მსვლელობა
მოთელვა: მოსწავლეებს დავუსვამ შეკითხვებს ჩინელი გამომგონებლების შესახებ. დაფაზე ვაკრავ „პოსტერებს“, რომელზეც ქაღალდის დამზადებაა გამოსახული და ვთხოვ მათ აღწერას. (5წთ)


 










 








 







Add caption
აქტივობა 1. მოსწავლეებს პრაქტიკული სამუშაოს სახით ვაჩვენებ ქაღალდის დამზადების ერთერთ ვარიანტს, რომელშიც თვითონ იღებენ მონაწილეობას. (20წთ)
აქტივობა 2.  მოსწავლეებს ვურიგებ ტექსტს ქაღალდის დამზადების შესახებ, ვთხოვ ყურადღებით წაიკითხონ და ხაზი გაუსვან უცხო სიტყვებს. სიტყვებს ვწერ დაფაზე და ვუწერ მათ მნიშვნელობებს (10წთ)
აქტივობა 3. მოსწავლეებს ვურიგებ წინადადებებს რომელიც უნდა შეავსონ ტექსტში ამოსული უცხო სიტყვებით და დასრულების შემდეგ ვამოწმებთ თითოეულ მათგანს. (10წთ)

No comments:

Post a Comment